ალჟირში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას 30 ადამიანი დაიღუპა

ალჟირში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას 30 ადამიანი დაიღუპა

ალჟირში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას 30 ადამიანი დაიღუპა. ალჟირის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე დასავლელი მძევალი და 11 ისლამისტი გამტაცებელი არიან.

ალჟირის არმიამ შტურმით აიღო ადგილი, სადაც გამტაცებლებს მძევლები ჰყავდათ. "როიტერის" ცნობით, ტყვეების გათავისუფლებისას ალჟირის არმიამ თვითმფრინავები გამოიყენა. გავრცელებული დაუზუსტებული ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლდა ალჟირის 600 მოქალაქე, ასევე მძევლები ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ნორვეგიიდან.

შეიარაღებულმა ისლამისტებმა ინ-ამენასის გაზის კომპლექსი, სადაც ასეულობით მუშა მუშაობდა, 16 იანვარს დაიკავეს და მძევლები აიყვანეს. მძევლებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეები. თუმცა, მძევალთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე დაუდგენელია.

როგორც მოგვიანებით ალჟირის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რამდენიმე ათეულმა მძეველმა გაქცევა მოახერხა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?