ირაკლი ოქრუაშვილი: "ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებდით"

ირაკლი ოქრუაშვილი: "ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებდით"

ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებდით , - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემა "ახალკაცის მატრიცაში" ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პირველი ნაბიჯები წესრიგის დამყარებით იყო განპირობებული და პრევენციული ხასიათის იყო.

"მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიდიოდა, დავით უსუფაშვილი შემხვდა და მკითხა, რას აკეთებთო. ასეთი საკოსტიტუციო ცვლილებებით ქვეყანაში ფაქტიურად პოლიტიკური ბალანსი ნადგურდებოდა. გულახდილად ვუთხარი, მე მგონი, ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებთ. ყველამ ვნახეთ, ეს დროებითი შემდეგ გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში", - დასძინა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის განცხადებით, "ვარდების ხელისუფლებას" იმ პერიოდისთვის ალტერნატივა არ ჰყავდა, რამაც ისინი საკუთარ უალტერნატივობასა და უცოდველობაში დააარწმუნა.

"იყო დაშვებული უამრავი შეცდომა. ამ შეცდომებს ობიექტური თვალსაზრისით საფუძველი ქონდა. შეცდომები გაცილებით ადრე იღებდა საფუძველს, ვიდრე ბოლო 3-4 წლიანი პერიოდს. მთავარი პრობლემა შევარდაძის მართველობაში მდგომარეობდა. შევარდნაძის დანატოვარმა მემკვიდრეობამ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა და მის დათესილს ვიმკით დღესაც", - დასძინა ოქრუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანა რომ ყოფილიყო ევოლუციური განვითარების რეჟიმში, სააკაშვილი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვეულებრივი კლერკი იქნებოდა. თავად ოქრუაშვილი იქნებოდა ადვოკატი, მერაბიშვილი კი იქნებოდა სადმე კოლმეურნეობაში თანამდებობაზე.

"უფრო მეტად იმ საწყისი პერიოდის წარმატებების მძევლები აღმოვჩნდით. თავბრუდამხვევმა წარმატებამ, აჭარის მოვლენები, წინსვლებმა საერთაშორისო ურთიერთობებში დაგვარწმუნა საკუთარ უალტერნატივობაში. ამ მოედანზე ჩვენ კონკურენტი აღარ გვყავდა. ვფიქრობდით, რომ ეს ათწლეულები გაგრძელდებოდა. ამან შექმნა დაუსჯელობის სინდრომი. ამას მოყვა ბევრი ისეთი რამ, რამაც საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია", - განმარტა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგ პროცესები ზღვარს გასცდა და განვითარებული მოვლენები, მისი გადასახედიდან კატასტროფის მატარებელი იყო.

იხილეთ ვიდეო: ჩემი შინაგანი რწმენით, ჩვენ დროებით დიქტატურას ვამყარებდით - ირაკლი ოქრუაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა