"დედ ჰასანის" ცხედარი თბილისის აეროპორტმა არ მიიღო?

"დედ ჰასანის" ცხედარი თბილისის აეროპორტმა არ მიიღო?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უარი თქვა იმ თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც საქართველოში ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" ცხედარს მოასვენებდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონკრეტულ კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციაზე არ აკეთებენ. როგორც აეროპორტში განაცხადეს, ინფორმაცია კონფიდენციალურია, ვინაიდან სპეციალურ რეისს უკავშირდება.

"როგორც ცნობილია, საუბარია ჩარტერულ რეისზე, ჩვენ კი სპეციალურ რეისებზე ინფორმაციას ვერ გავცემთ. თვითმფრინავი არის კერძო პირის მიერ დაქირავებული და მის კონფიდენციალურობას აეროპორტი უზრუნველყოფს", - აცხადებენ აეროპორტის პრესსამსახურში.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვიდან უსოიანის გადმოსვენების მიზნით, ჩარტერული რეისის მიღების თხოვნით ოჯახმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მიმართა, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაციამ რეისის მიღებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში ასლან უსოიანის ცხედარი გადმოჰქონდა, თბილისის აეროპორტში არ მიიღეს. შესაბამისად, გადაწყდა, რომ უსოიანს არა კუკიაზე, არამედ მოსკოვში დაკრძალავენ.

თბილისში, უსოიანის სახლში კი შეკითხვაზე, რატომ არ მიიღეს ცხედარი აეროპორტში, ანონიმი ქალბატონი პასუხობს: "ღარიბაშვილს ჰკითხეთ, იკითხეთ მთავრობაში".

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ