წერონისის ქუჩაზე მდებარე ასლან უსოიანის სახლში დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობდა

წერონისის ქუჩაზე მდებარე ასლან უსოიანის სახლში დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, წერონისის ქუჩაზე მდებარე ასლან უსოიანის ("დედ ჰასანი") სახლში დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დრომდე მოსკოვში მოკლულ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სახლში მისი ახლობლები არიან შეკრებილები.

თბილისში იეზიდების სულიერი ლიდერის, შეხბავკი ტიტალის ცნობით, უსოიანის მეუღლე, რომელიც თბილისში, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, მოითხოვდა, რომ მისი მეუღლე საქართველოში გადმოესვენებინათ, თუმცა ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა. ასევე, ტიტალის თქმით, გუშინ უსოიანის ახლობლები და ნათესავები საქართველოში მის ჩამოსვენებას ელოდებოდნენ.

"მეუღლის სურვილი იყო, რომ ასლან უსოიანი კუკიის სასაფლაოზე დაეკრძალათ თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად, თუმცა ქართულმა მხარემ უარი თქვა მის გადმოსვენებაზე, რაც წარმოადგენს ლაქას", - განაცხადა შეხბავკი ტიტალიმ.

ტიტალის ცნობით, ასლან უსოიანს მოსკოვში დაკრძალავენ და მისი მეუღლე და ქალიშვილი რუსეთის დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ.

იეზიდების სულიერი ლიდერის ინფორმაციით, უსონიანის ვაჟიშვილი მოსკოვში, მისი მეუღლე კი ქალიშვილთან ერთად ლოტკინის დასახლებაში, წერონისის ქუჩაზე ცხოვრობენ.

რუსეთში "დედ ჰასანად" ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოსკოვში 17 იანვარს მოკლეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"