პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს

პრეზიდენტის დასახვედრად ზუგდიდის რეზიდენციაში "უბორკა" მიმდინარეობს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ საა­კაშვილი ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში აპირებს გადასვლას და მუშაობასო. ისიც ითქვა, რეზიდენციაში უკვე დიდი სამზადისიაო. ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერ კახა მიქაიას ზუგდიდში დავუკავშირდით:

- მიხეილ სააკაშვილს თუ ჰგონია, ზუგდიდის რეზიდენციაში გადმობარგებით თავიდან აიცილებს მოსახდენს, ძალიან ცდება. მთელი სამეგრელო გაღიზიანებულია სააკაშვილის საქციელით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ კრიმინალი გუნავა დაგვინიშნა გუბერნატორად. ასე რომ, მიშას არ ვურჩევ ზუგდიდში ჩამოსვლას.

- ხომ არ შეგინიშნავთ, რა ხდება ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში?

-"აუბორკებენ", დიდი სამზადისია...

- საპრეზიდენტო რეზიდენცია რომელიმე შენობაშია თუ სპეციალურად აშენდა?

- სპეციალურად ააშენა და, რაც მთავარია, ისტორიული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. სხვაგან ხომ არ ეკადრებოდა სააკაშვილს?!

- როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ მოისურვა ზუგდიდის რეზიდენციაში გადმოსვლა?

- მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დროის შეგრძნება დაკარგა. გუნავას გუბერნატორად დანიშვნაც ამისგანაა გამოწვეული. სააკაშვილი ცდილობს, სამეგრელო დააბრუნოს იმ ავადსახსენებელ წარსულში, რომელიც ახლახან მოვიშორეთ. როგორ შეიძლება ბრალდებული გუნავას გუბერნატორად დანიშვნა?! მაგრამ სააკაშვილმა ეს ყველაფერი პოლიტიკური პიარის გამო გააკეთა. ის იაფფასიანი ინტრიგანია. წარმოიდგინეთ, გუნავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სააკაშვილი კი მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ნიშნავს და რომ დაიჭირონ გუნავა, სააკაშვილი ყვირილს დაიწყებს, ეს პოლიტიკური დევნააო და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს მის არაკომპეტენტურობასა და დაბნეულობაზე.

- სხვა რა ხდება სამეგრელოში?

- ჩვენს კუთხეში თავისუფლების სიომ დაჰბერა და ხალხს აღარაფრის ეშინია. მეგრელი ხალხი ყველაფერს მოითმენს, გარდა თავისუფლების დაკარგვისა და სწორედ ეს არის ბოლო არჩევნების ყველაზე დიდი მონაპოვარი. მე კი იქამდე გავაპროტესტებ გუნავას გუბერნატორობას, ვიდრე არ მოგვაშორებენ. ხოლო თუ სააკაშვილი ზუგდიდში გადმოვა სამუშაოდ, მას კვლავ მოვუწყობ ჩემებურ აქციებს - მივადგები რეზიდენციაში და დამჭკნარ ვარდს ვაჩუქებ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა