პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციას ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციას ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე "ღირსების შეკრებას" ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა.

როგორც ბედუკაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, პრეზიდენტს არ აქვს მორალური უფლება თუნდაც იმისა, რომ საქართველოში იმყოფებოდეს. "მრცხვენია იმ ადამიანის, ვინც სააკაშვილს პრეზიდენტს უწოდებს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ციხის თემას, ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია თავად შედიოდა ციხეებში და პატიმრების წამებას ესწრებოდა. მისივე თქმით, არსებობს ახალი კადრები, რომელიც მან პროკურატურას გადასცა, თუმცა, პროკურატურამ იგი გააფრთხილა, რომ ეს კადრები არ გაევრცელებინა. ბედუკაძე არ აკონკრეტებს, თუ რას ასახავს ვიდეომასალა და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს იგივე დაწერებულების კადრებია.

"ბაჩო ახალაია თავად შედიოდა ციხეებში და ესწრებოდა პატიმრების წამებას. ესწრებოდა მეექვსე საპყრობილეში. ხათუნა კალმახელიძემაც ყველაფერი კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში", – განაცხადა ბედუკაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა