პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას კულტურისა და სპორტის მოღვაწეებიც უერთდებიან

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას კულტურისა და სპორტის მოღვაწეებიც უერთდებიან

კოალიცია "ერთსულოვნების" მოთხოვნებს კულტურისა და სპორტის მოღვაწეებიც უერთდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე "ღირსების შეკრებაზე" ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა სწორედ დღეს იწურება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ცოტა რამ გაგვეგება კონსტიტუციის და ვიცით, რომ პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ჩვენ ვუერთდებით "ერთსულოვნების" მოთხოვნებს", - აღნიშნა კვაშალმა.

ყოფილი ფეხბურთელის, რეზო ძოძუაშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტი ყველა სფეროში ერეოდა, მათ შორის არის სწორედ ფეხბურთი. მისი თქმით, ის უხეშად ერეოდა ქართული ფეხბურთის საქმიანობაში. "უშუალოდ ის ნიშნავდა ფედერაციის პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც არაკომპეტენტურები იყვნენ ამ საქმეში. ეს იქიდანაც ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ფეხბურთი. სწორედ სააკაშვილის დანგრეულია უამრავი სტადიონი", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

აქციაში ასევე მონაწილეობენ მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ტატიშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, რეზო ჩხეიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"