300-ზე მეტ დევნილს საცხოვრებელი ფართი რეგიონებში 1 ლარად გადაეცემა

300-ზე მეტ დევნილს საცხოვრებელი ფართი რეგიონებში 1 ლარად გადაეცემა

300-ზე მეტ დევნილს საცხოვრებელი ფართი საქართველოს რეგიონებში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა.

როგორც ლტლოლვილთა და განსახლების მინსიტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მინისტრის ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დაახლოებით ერთ თვეში საცხოვრებელ ფართებს კიდევ ბევრი დევნილი დაიკანონებს.

დარახველიძის განმარტებით, ის პოლიტიკა რომელიც მთავრობამ დევნილებთან მიმართებაში გამოაცხადა, გეგმის მიხედვით ხორციელდება.

"რაც შეეხება ფართების განაწილების საკითხს, ამაზე სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა იზრუნა. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა მომენტი, მათ შორის საცხოვრებელი ადგილი, სულადობა, დასაქმება და სხვა მაჩვენებელი რაც დევნილთა მდგომარეობას ახასიათებს", - აღნიშნა დავით დარახველიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?