ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე

ცოტნე ანანიძე ციხეში გატარებულ დროსა და სამომავლო გეგმებზე

ცოტნე ანანიძე 23 წლის ასაკში დააპატიმრეს. 2011 წლის 21 მაისს "სახალხო კრების" აქციის მონაწილეების მიერ ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქცია პოლიციის ძალის გამოყენებით დაშალეს. დაპატიმრებულებს ბრალად აჭარის ტელევიზიის ბლოკირება და მასში შეჭრის მცდელობა ედებოდათ. ცოტნე ანანიძემ ციხეში წელიწად ნახევარი გაატარა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ახალმა პარლამეტმა იგი პოლიტპატიმრად ცნო და 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. ამ საკითხზე საუბარი ძალიან უჭირს, თუმცა ციხეში გატარებულ დროს მაინც იხსენებს. საკვები, ანტისანიტარია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა პატიმრის პროტესტს იწვევს.

"იყო ძალიან დიდი კორიანტელი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფისა ჩეგიანის მხრიდან. რომელიც გვეძახდა ქვეყნის მოღალატეებს, რაღაც საშინელებებს, ტერორისტებს. თუ შეიძლება, რაიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოიფიქრო ადამიანმა, ამის ფანტაზია ჰქონდა განვითარებული ბრწყინვალედ და შესაბამისად, გვამკობდა კიდეც. გეგუთში გადაყვანის შემდეგ, 3 დღე დავყავით იქ კარანტინში. ცუდი ამინდები დაემთხვა ჩვენს ეტაპირებას. თოვდა. გათბობა არ იყო. მხოლოდ რკინის საწოლები... იატაკი წყლიანი."

ყოფილი პოლიტპატიმარი ციხის კადრების გავრელების პერიოდზეც ყვება:

"მე მაშინ ვიმყოფებოდი გეგუთის ციხეში. 6 საათიან კურიერს ვუყურებდით პატიმრები. ერთ-ერთი კადრი გავრცელდა, სადაც საკანში ცემენ ადამიანს, შემდეგ ჟურნალისტი ამბობდა, რომ ეს იყო თამაზ თამაზაშვილის დაკვეთა. ამის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაიძახეს, რომ ყველა პატიმარი უნდა შევსულიყავით საკნებში. საკნები ჩაიკეტა. ტელევიზორები გაიტანეს საკნებიდან. ტელეფონებიც გაითიშა. ჩვენ, პატიმართა უმრავლესობას გვეგონა, რომ სპეცრაზმი უნდა შემოსულიყო ციხეში და უნდა მომხდარიყო ე.წ. "პატიმრების დალეწვა". მეორე დღემდე ვცდილობდით, რომ ცოტა მეტი ტანსაცმელი ჩაგვეცვა, რომ უფრო მეტად მომზადებულები დავხვედროდით, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. შემდეგ, ადვოკატების მეშვეობით შევიტყვეთ ინფორმაცია, რაც ხდებოდა."

სრული ვერსია

"გურია ნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ