მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ახალი ხელისუფლების ურთიერთობის ახალი მოდელი მეზობელი სომხეთის მოდელზეა აგებული"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველოს ახალი ხელისუფლების ურთიერთობის ახალი მოდელი მეზობელი სომხეთის მოდელზეა აგებული"

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.

საუბრისას ჟან-კლოდ მინიონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია ასამბლეის მიერ მიღებული იმ რეზოლუციების გათვალისწინება, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შუწყობს ხელს.

მიხეილ სააკაშვილმა მას რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. მინიონმა კი გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების განხორციელებას.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჟან-კლოდ მინიონმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

"ყველას უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი შენი მეზობელია. თუმცა, ის ახლა არა მხოლოდ მეზობელი, არამედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტია. საქართველოს ახალი ხელისუფლების ურთიერთობის ახალი მოდელი მეზობელი სომხეთის მოდელზეა აგებული. მას არ სურს, იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის ქართული თარგმანიც ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. იგი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა