მიხეილ სააკაშვილი - "პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს"

მიხეილ სააკაშვილი - "პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს"

საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი მმართველობა და დღევანდელი პარლამენტის ოპოზიციის წევრები ხშირად მმართველი პარტიის მიერ შანტაჟის მსხვერპლი ხდებიან.

"სამწუხაროდ, როგორც მრავალმა თქვენგანმა იცის და როგორც ეს მოხდა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან მაინც შებოჭილები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება.

პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას ”მეცხრე არხთან” აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. "ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მოგვეშალა ნებისმიერი კომუნისტური მემკვიდრეობა, მაგრამ არის თუ არა გამართლებული დღეს სტალინის ძეგლების დაბრუნება, როგორც ეს ხდება ზოგიერთ რეგიონში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო თანხებით ფინანსდება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს - მიხეილ სააკაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა