ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვერცხები ესროლეს

ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვერცხები ესროლეს

ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს კვერცხები ესროლეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ღამით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოხდა. ბედუკაძე ტელეკომპანიას დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობის მიზნით სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ციხის კადრების ავტორმა საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

ბედუკაძე მომხდარს პროვოკაციად აფასებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ