თინა ხიდაშელი - "ევროსაბჭომ "ნაციონალურ მოძრაობას" დებატების გამართვაზე უარი უთხრა"

თინა ხიდაშელი - "ევროსაბჭომ "ნაციონალურ მოძრაობას" დებატების გამართვაზე უარი უთხრა"

ევროპის საბჭომ "საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული ვითარების შესახებ" დებატების გამართვაზე "ნაციონალურ მოძრაობას" უარი უთხრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტრასბურგში მყოფმა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

დეპუტატი აღნიშნულს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "ქართული ოცნების" პირველ გამარჯვებად აფასებს.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე "ნაციონალური მოძრაობა" დაუყოვნებლივ დებატებს ითხოვდა საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული ვითარების შესახებ. საკითხი დღის წესრიგში EPP-ის მიერ იყო ინიცირებული. "ქართული ოცნების" არგუმენტები მისაღები აღმოჩნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, დღის წესრიგის განხილვის დროს აღნიშნული საკითხი არ იყო გაზიარებული და ასამბლეამ მიზანშეუწონლად ჩათვალა დღის წესრიგში მისი შეტანა", - განუცხადა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, უმრავლესობა ევროპის საბჭოს პრინციპების ერთგულია და მზადყოფნას გამოხატავს ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის. "ჩვენი მხრიდან ნებისმიერ საკითხზე მოხდება სრული ინფორმაციის მიწოდება ევროპის საბჭოს დაინტერესებული ინსტიტუტებისათვის, თუმცა, არავითარი საკითხი, რომელიც წუხილს გამოხატავს, მათი მხრიდან ჯერჯერობით არ დასმულა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა