რეცეპტების სისტემა ბრუნდება

რეცეპტების სისტემა ბრუნდება

რეცეპტების სისტემის აღდგენაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, მედიკამენტებზე არსებული რეგულაციები მნიშვნელოვან რევიზიას მოიცავს.

"მუშაობა გვაქვს დაწყებული რეცეპტების სისტემის აღდგენაზე, როდესაც ექიმის დანიშნულებით მოხდება არა მარტო კონტროლდაქვემდებარებული, ანუ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება, არამედ ზოგადად გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვის, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება, რომ ეს იყოს სისტემაში მოყვანილი და დარეგულირებული. მე ახლავე ვგრძნობ ექსპერტების რეაქციას, ვადასტურებ, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ მოდელით, რომელიც არამც და არამც არ გამოიწვევს მედიკამენტების გაძვირებას, პირიქით ეს გარკვეულ ჩარჩოებში ჩააყენებს ყველაფერს", - განმარტა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"