პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა 100 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით საპატიმრო დაწესებულება 100-მდე პატიმარმა დატოვა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა, ელენე თევდორაძემ აცნობა, რომლის ინფორმაციითაც, პრეზიდენტის შეწყალებით პატიმრები გუშინ გათავისუფლდნენ.

თევდორაძის თქმით, ამ პატიმართა საქმეებზე თავად კომისიას არ უმსჯელია და მათი შეწყალება საპატრიარქოს თხოვნით მოხდა.

ამასთან, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია სხდომის გამართვას 27 იანვრისთვის გეგმავს. თევდორაძის განცხადებით, 486 პატიმრის საქმეს უკვე გაეცნო, მაგრამ განსახილველად 114 მსჯავრდებულის საქმის გატანას აპირებს, რადგან დანარჩენი საქმეები მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ასევე ისეთ პატიმრებს ეხებათ, რომელთაც სასჯელის ნახევარი ჯერ არ მოუხდიათ.

საუბრისას თევდორაძემ ისიც აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საქმეთა შორის ბევრი ამნისტიაში ხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ