რუსთაველის თეატრში ზაალ ჩიქობავას, სავარაუდოდ, რობერტ სტურუა შეცვლის

რუსთაველის თეატრში ზაალ ჩიქობავას, სავარაუდოდ, რობერტ სტურუა შეცვლის

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მმართველმა ზაალ ჩიქობავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ დღეს განუცხადა.

"ზაალ ჩიქობავასთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, ის ჩვენი მეგობარია და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაეტოვებინა თეატრის მმართველის თანამდებობა. ჩვენ მომხრე ვართ, თეატრი განვითარდეს, უბრალოდ ვერ მოხდა რობერტ სტურუასა და ზაალ ჩიქობავას შეთანხმება. შესაბამისად და, სავარაუდოდ, თეატრის მმართველის თანამდებობასაც რობერტ სტურუა დაიკავებს", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"