კატალონია სუვერენულ სუბიექტად გამოცხადდა

კატალონია სუვერენულ სუბიექტად გამოცხადდა

კატალონიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო დეკლარაცია რეგიონის "სუვერენულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სუბიექტად" გამოცხადების თაობაზე. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ესპანეთიდან ავტონომიის გამოყოფის მომხრეები დოკუმენტის მიღებას მიზნისკენ გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯად თვლიან. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას.

კენჭისყრაში 85 დეპუტატი მონაწილეობდა. დეკლარაციის მიღებას ხმა 44-მა დაუჭირა, წინააღმდეგ იყო - 41.

"ეს ისტორიული კენჭისყრაა. შესაძლოა, მან არ გადაჭრას ჩვენი პრობლემები 24 საათში, თუმცა ის ჩვენს ქვეყანაზე მიზნის მიღწევაში დაეხმარება", - აღნიშნა კატალონიის ხელისუფლების ხელმძღვანელმა არტურ მასმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?