დუეტი საქართველოდან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

დუეტი საქართველოდან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტმა, ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა ტელეგინას შემადგენლობით, 23 იანვარს მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 44.94 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.

ამ შედეგის წყალობით ქართველთა წყვილმა ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა თავისუფალი პროგრამით 25 იანვარს გამოვლენ.

ზაგრებშივე იასპარეზებს ელენე გედევანიშვილი. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი 25 იანვარს, დილით, მოკლე პროგრამით გამოვა და ფინალში გასვლას ეცდება.

გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი 26 იანვარს, საღამოს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვლინდება.

sportall.ge

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"