მანანა კობახიძე - ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში არ იყო და გაუგებარია, რას აპროტესტებენ "ნაციონალები"

მანანა კობახიძე - ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში არ იყო და გაუგებარია, რას აპროტესტებენ "ნაციონალები"

ორგანიზაცია "ჯავახკის" წარმომადგენლის ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა.

როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში არ იყო და გაუგებარია, რას აპროტესტებს "ნაციონალური მოძრაობა".

"ჩვენ ამნისტიის კანონი მივიღეთ. ამნიიტია შეეხო კონკრეტულ დანაშაულებებს, მათ შორის მძიმე დანაშაულსაც და 1/4-ით შეუმსუბუქდა მსჯავრი. კანონის მოქმედება შეეხო კონკრეტულ დამნაშავეებს, ამის გაპროტესტება არც სამართლებრივად არის სწორი და არც პოლიტიკურად. ჩახალიანი პოლიტპატიმართა სიაში არ ყოფილა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.

სომეხი პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი გუშინ გათავისუფლდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ