ბიძინა ივანიშვილი - "გავუწოდე მედვედევს ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა. ეს იყო სულ"

ბიძინა ივანიშვილი - "გავუწოდე მედვედევს ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა. ეს იყო სულ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების დეტალებს ჰყვება.

"რამდენიმე წუთიანი არ იყო ეს შეხვედრა - გავუწოდე ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა. ვუთხარი სასიამოვნოა შეხვედრა-მეთქი, იმანაც მითხრა, სასიამოვნოაო. აი, ეს იყო სულ. წესით, გაგრძელება მომავალში უნდა მოჰყვეს", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დავოსში ყოფნისას.

მისივე განმარტებით, აქვს განცდა, რომ ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდანაც მზადყოფნაა.

"თუ ურთიერთობის დალაგების პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ. პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა შიდა არავითარი დამატებითი კავშირები რუსეთთან არ მაქვს. უბრალოდ, მე ვაკეთებ კარგ ანალიზს. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შემიძლია კარგი ანალიზი გავაკეთო და გავთვალო კონკურენტის პოზიციაც კი. ამ მხრივ, ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს სიტუაცა არ არის სასარგებლო არც ერთი მხარისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა