"პრე­ზი­დენ­ტი გა­გიჟ­და, რას ჰქვია ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უნ­და გა­დად­გე­სო და კე­მუ­ლა­რი­ას სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა"

"პრე­ზი­დენ­ტი გა­გიჟ­და, რას ჰქვია ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი უნ­და გა­დად­გე­სო და კე­მუ­ლა­რი­ას სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა"

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ კო­ტე კე­მუ­ლა­რია მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და: იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი რუ­სეთ­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და ბო­ლოს - უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი. 2006 წელს კი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზით თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­შორ­და. იმ­ხა­ნად ამ­ბობ­დნენ, კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ა­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და­ო, თუმ­ცა მი­ზე­ზე­ბი მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. დღე­ს კო­ტე კე­მუ­ლა­რია პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლია მშე­ნებ­ლო­ბის დარ­გში, იღებს ხელ­ფასს, თუმ­ცა წლე­ბი­ა, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მი­სი მრჩევ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა. გვითხ­რა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილსა და მის გუნდს კვლავ შე­უძ­ლი­ათ ბო­რო­ტე­ბის ჩა­დე­ნა და სჯობს, ამ ეტაპ­ზე ინ­კოგ­ნი­ტოდ დავ­რჩე­ო:

- ყვე­ლას გვახ­სოვს ავად­მო­სა­გო­ნა­რი 2006 წე­ლი, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რაც ამ ტრა­გე­დი­ას მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე შს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, აგ­რეთ­ვე ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თა­კო სა­ლა­ყა­ი­ას დას­ჯას მო­ითხ­ოვ­დნენ. იმ­ხა­ნად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი იყო კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ა. საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი ისე­თი დი­დი იყო, შე­იძ­ლე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გამ­ხდა­რი­ყო. ერთ დღე­საც, ეს იყო 2006 წლის თე­ბერ­ვალ­ში, კო­ტე კე­მუ­ლა­რია პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა და გა­ნუცხ­ა­და, პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი ხდე­ბა და ერ­თა­დერ­თი, რაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­ა­ჩე­რებს, შს მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა­ა­ო. რას ჰქვია მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­დად­გე­სო, - გა­გი­ჟე­ბუ­ლა მი­შა. თურ­მე ხე­ლი დას­ტა­ცა სა­ფერ­ფლეს და კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას ეს­რო­ლა. ბე­დად კე­მუ­ლა­რი­ას ას­ცდა სა­ფერ­ფლე. პრე­ზი­დენ­ტის­გან შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი კე­მუ­ლა­რია ცუ­დად შე­იქ­ნა. პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვამ გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და კე­მუ­ლა­რია ინ­ფარ­ქტის დი­აგ­ნო­ზით კლი­ნი­კა "გულ­ში" რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვა... ამის შემ­დეგ მან გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. გა­დად­გო­მის მი­ზე­ზად კი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა და­სა­ხელ­და. ამის შე­სა­ხებ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­შიც ით­ქვა, ექი­მის კო­მენ­ტა­რიც იყო, თუმ­ცა არა­ფე­რი თქმუ­ლა ინ­ფარ­ქტის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე...

- რა­ტომ არ გა­ახ­მა­უ­რა კე­მუ­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­მა ეს ამ­ბა­ვი და ამ­ჟა­მად რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ა­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- გახ­მა­უ­რე­ბას რო­გორ გა­ბე­დავ­დნენ?! კე­მუ­ლა­რი­ას მე­უღ­ლემ მე­გობ­რებ­თან და­ი­ჩივ­ლა, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­აქ­ცია ჩვე­ნი ოჯა­ხი, კო­ტე გუ­ლით და­მი­ა­ვად­მყო­ფა­ო. კო­ტე კე­მუ­ლა­რია ამ­ჟამად პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლია ყარ­სი­-ა­ხალ­ქა­ლა­ქის მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დარ­გში. ხელ­ფა­სი ერიცხ­ე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ში არ და­დის - კარ­გა ხა­ნია საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. ასე ვთქვათ, პრე­ზი­დენ­ტი ინა­ხავს, რად­გან მე­ტი გზა არა აქვს, კე­მუ­ლა­რი­ამ ბევ­რი რამ იცის ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბი­ა. ნა­ხეთ იმ­დრო­ინ­დე­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სი­მარ­თლეს ვამ­ბობ. კო­ტე კე­მუ­ლა­რია იმ­ხა­ნად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო და სა­ა­კაშ­ვილს სწო­რედ სა­სა­მარ­თლო სჭირ­დე­ბო­და ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის დე­ტა­ლე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის­თვის.

- იქ­ნებ და­ა­კონ­კრე­ტოთ, რა იცის კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ამ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ?

- ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჟვა­ნი­ას მო­ცი­ლე­ბას დი­დი ხნით ად­რე გეგ­მავ­და. ა­მი­ტო­მაც ვერ უპი­რის­პირ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მას და პენ­სი­ა­სა­ვით და­უ­ნიშ­ნა ხელ­ფა­სი. პრე­ზი­დენ­ტსაც "გა­მო­ჭე­რი­ლი" ჰყავს კო­ტე კე­მუ­ლა­რია - მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის 4 საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და თუ­კი კე­მუ­ლა­რია ჟვა­ნი­ას შე­სა­ხებ კრინტს დაძ­რავ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი ძველ საქ­მე­ებს ამო­უ­ქე­ქავ­და... აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ კე­მუ­ლა­რი­ას აქვს ღვი­ნის ბიზ­ნე­სიც. წი­ლი აქვს თერ­ჯო­ლის ყო­ფილ შამ­პა­ნუ­რის ქარ­ხა­ნა­ში, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად "ხა­რე­ბა" ჰქვი­ა და რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მცხოვ­რები ძმები ხა­რე­ბა­ვე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ა.

მოკ­ლედ, ჟვა­ნი­ას მტრო­ბის ხარ­ჯზე შექ­მნი­ლი კე­მუ­ლა­რი­ა-­სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მოთხ­ოვ­ნას შე­ე­წი­რა. ამ ყვე­ლა­ფერს კი წერ­ტი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ფერ­ფლემ და­უს­ვა. გა­მო­ძი­ე­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­კითხ­ოს კო­ტე კე­მუ­ლა­რია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის საქ­მე­ზე, გარ­და ამი­სა, უნ­და გა­მომ­ზე­ურ­დეს კე­მუ­ლა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბიც.

კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას მი­მართ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი:

საქ­მე #1. 2000 წლის 30 ნო­ემ­ბერს გენ­პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და შსს-ში აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე #740098 სსკ 182-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქო­ნე­ბის დი­დი ოდე­ნო­ბის და­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე. სა­ქარ­თვე­ლოს "ინ­ვა­ლიდ­თა ლი­გას" პროგ­რა­მა "ვიქ­ტო­რი­ას" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად 1998-99 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სპე­ციალუ­რი ან­გა­რი­ში­დან გა­და­ე­რიცხა 5 245 000 ლა­რი. ამ თან­ხით უნ­და შე­ე­ძი­ნათ ინ­ვა­ლი­დე­ბის­თვის ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა გა­და­ი­რიცხა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ფირ­მა "ი­.ე.­ს"-ში. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მით­ვი­სე­ბუ­ლი იქ­ნა 1 054 756 აშშ დო­ლა­რი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფირ­მა­ "ი­.ე.ს". კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას ეკუთ­ვნო­და.

საქ­მე #2. 2000 წლის 10 აპ­რილს აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე #1000812 გენ­პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და შსს-ში, ინ­ვა­ლიდ­თა ლი­გის­თვის სა­ხელ­მწი­ფო სპეც­სახ­სრე­ბი­დან აპა­რა­ტუ­რის შე­სა­ძე­ნად ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის ფაქ­ტზე, სსკ-ის 164-ე, 213-ე და 214-ე მუხ­ლე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამ ეპი­ზოდ­შიც კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფირ­მა ფი­გუ­რი­რებს.

საქ­მე #3. ინ­ვა­ლი­დე­ბის­თვის გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მოწყ­ო­ბის ეპი­ზო­დი. 2000 წლის 14 იან­ვარს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყალ­ბი ან­გა­რიშ­ფაქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის დი­დი ოდე­ნო­ბით ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბის გა­მო ფირ­მა "ინ­ტუ­რის­ტმშე­ნის" დი­რექ­ტო­რის მი­მართ აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე #7400012 სსკ 173-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით. ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს კო­ტე კე­მუ­ლა­რი­აც.

საქ­მე #4. "ბორ­ჯო­მის" ჩა­მო­სას­ხმე­ლი სა­წარ­მოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე #1000812. 2000 წლის 17 ნო­ემ­ბერს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ვა­ლიდ­თა ლი­გას "ბორ­ჯო­მის" სა­წარ­მოს შექ­მნის­თვის 1998-99 წლებ­ში 2 883 070 ლა­რი გა­და­უ­რიცხ­ა. გა­მო­ძი­ე­ბამ დი­დი ოდე­ნო­ბის თან­ხის 2 226 380 ლა­რის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, ლტოლ­ვილ ინ­ვა­ლიდ­თა კავ­ში­რის დამ­ფუძ­ნებ­ლი და ბორ­ჯო­მის ჩა­მო­სას­ხმე­ლი სა­წარ­მოს უფ­რო­სი რ.ხოშ­ტა­რია და­ა­კა­ვა. ხოშ­ტა­რია სსსკ 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლით იქ­ნა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ ის მო­სა­მარ­თლემ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და საქ­მე ძი­ე­ბა­ში დაბ­რუნ­და. ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს კო­ტე კე­მუ­ლა­რი­აც.

P.S. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის ოთხ­ი­ვე საქ­მე­ში კო­ტე კე­მუ­ლა­რი­ას უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხ­ოვ­ნით, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ნუგ­ზარ გაბ­რი­ჩი­ძემ 2000 წელს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თა, თუმცა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რი მი­ი­ღო. კო­ტე კე­მუ­ლა­რია იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დახ­მა­რე­ბით გა­და­ურ­ჩა... ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი კი დღემ­დე გაუხსნელია.

P.P.S მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განგვიცხადა: "ინვალიდთა ლიგის" საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებითი ინფორმაცია კი ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი".

ინტერვიუ ”სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია პა­რიზ­ში ცხოვ­რობს”

ესაუბრა და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა