ვე­რა ქო­ბა­ლი­ას კუ­რი­ო­ზუ­ლი ბრძა­ნე­ბა

ვე­რა ქო­ბა­ლი­ას კუ­რი­ო­ზუ­ლი ბრძა­ნე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი შრო­მის კო­დექ­სი კრი­ტი­კას რომ ვერ უძ­ლებს, მის­და­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ცხად­ყოფს. დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან დათხ­ოვ­ნის ერთ შემ­თხვე­ვა­ზე მო­გითხ­რობთ, რო­მელ­შიც კარ­გად ჩანს სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის მთე­ლი ჯაჭ­ვი.

ინ­ჟი­ნე­რი ზა­ურ ოტი­აშ­ვი­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს (რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად იც­ვლე­ბო­და) აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, 2004 წელს კი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ის დღემ­დე ცდი­ლობს თა­ვის უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნას, მაგ­რამ...

- ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან 2004 წელს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, რაც სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რე. სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ამ ბრძა­ნე­ბა უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნია და ჩე­მი სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო; ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, რო­გორც ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს, და­ე­ვა­ლა ჩე­მი აღ­დგე­ნა იმა­ვე ან ანა­ლო­გი­ურ სამ­სა­ხურ­ში, აგ­რეთ­ვე იძუ­ლე­ბი­თი გა­ნაც­დუ­რის ანაზღ­ა­უ­რე­ბა; მას შემ­დეგ 9 წე­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა.

- რა იყო თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი?

- სა­მი­ნის­ტროს ლიკ­ვი­და­ცი­ა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ლიკ­ვი­და­ცია არ მომ­ხდა­რა. მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლომ ჩე­მი სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, 2007 წელს, მომ­წე­რეს, - თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უქ­მდა­ო, მა­ნამ­დე კი ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ნის­ტრმა თა­მარ სუ­ლუ­ხი­ამ თა­ვი­სი მე­გობ­რის შვი­ლი და­ნიშ­ნა. ამის შემ­დეგ, 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში, 2008 წლის 5 იან­ვრის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა პე­რი­ოდ­ში, იმ­ხა­ნად პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მივ­მარ­თე, რა­ზეც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე: შეგ­ვიძ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აღ­რიცხ­ვი­სა და პრი­ვა­ტი­ზე­ბის ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის, უა­რი არ მით­ქვამს, თუმ­ცა, არა­ვის არ­სად და­ვუ­ნიშ­ნი­ვარ. სა­სა­მარ­თლოს გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აღ­რიცხ­ვი­სა და პრი­ვა­ტი­ზე­ბის სა­მეგ­რე­ლო-­გუ­რი­ა-­სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს (წა­ლენ­ჯი­ხა) სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­ზეც გან­ვაცხ­ა­დე, რომ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­მა კი 2010 წლის 23 თე­ბერ­ვალს უპ­რე­ცე­დენ­ტო ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა, სა­დაც შა­ვით თეთ­რზე ეწე­რა: "ზა­ურ ოტი­აშ­ვი­ლი არ და­ი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აღ­რიცხ­ვი­სა და პრი­ვა­ტი­ზე­ბის სა­მეგ­რე­ლო-­გუ­რი­ა-­სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს (წა­ლენ­ჯი­ხა) სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­­სი­ვე უა­რის სა­ფუძ­ველ­ზე"(!). აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სა­სა­მარ­თლომ ეს ბრძა­ნე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბად არ მი­იჩ­ნია და კვლავ მი­უ­თი­თა სა­მი­ნის­ტროს, ოტი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხურ­ში აღად­გი­ნე­თო. სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, ახ­ლა უკ­ვე მი­ნის­ტრმა ვე­რა ქო­ბა­ლი­ამ 2012 წლის 29 მარტს გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა ჩე­მი "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2007 წლის 22 ივ­ნი­სი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ ბრძა­ნე­ბა­ში ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა­ა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კუ­რი­ო­ზი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრმა სხვა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს? ამას­თა­ნა­ვე, ბრძა­ნე­ბა 5 წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, უკა­ნა რიცხ­ვით არის გა­მო­ცე­მუ­ლი, გა­მო­დის, 2012 წლის ბრძა­ნე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2007 წლი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს! ამ ბრძა­ნე­ბა­ში ისიც არის ნათ­ქვა­მი, ოტი­აშ­ვილს გა­ნაც­დუ­რი ხელ­ფა­სი 2007 წლის 13 ივ­ნი­სი­დან 21 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით მი­ე­ცე­სო, რად­გან სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და სა­მი­ნის­ტრო­ში ხელ­ფა­სე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე. აი, ასე­თი ხრი­კე­ბით ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­დან მო­ვე­შო­რე­ბი­ნე და ვერც კუთ­ვნი­ლი თან­ხა მი­მე­ღო.

- სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა?

- ასე­ა, რი­თაც კა­ნო­ნი და­ირ­ღვა. სა­აღ­სრუ­ლებ­ლო სამ­სა­ხურ­ში ისიც მითხ­რეს, მი­ნის­ტრი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია და ჩვენ მას ვერ დავ­სჯით, შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ მი­ვუ­თი­თო­თო. არა­და, კა­ნო­ნით სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სამ თვე­ში უნ­და აღ­სრულ­დეს.

- ახ­ლა თუ მი­მარ­თეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა?

- ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სამ­ჯერ მივ­მარ­თე, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მი­მი­ღი­ა. 9 წე­ლია სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წი­ე, ვერც აღ­მას­რუ­ლე­ბელ, ვერც სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ვერც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში. ვი­მე­დოვ­ნებ, ახ­ლა მა­ინც აღ­სრულ­დე­ბა სა­მარ­თა­ლი და მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ტრი­ა­ლი აღარ მო­მი­წევს.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

- ჩემი შვილი კურცხალია იქნება - ვერა ქობალია

- "რომელ ცხოველს გაგონებთ ვერა ქობალია?" - მიხეილ სააკაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"