მე­რაბ გე­გეჭ­კო­რი: "თბი­ლი­სის მერს ვაჩ­ვე­ნებ­დი, რო­გორ უნ­და გა­დად­გეს კა­ცი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან"

მე­რაბ გე­გეჭ­კო­რი: "თბი­ლი­სის მერს ვაჩ­ვე­ნებ­დი, რო­გორ უნ­და გა­დად­გეს კა­ცი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან"

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რია პა­რო­დის­ტი მე­რაბ გე­გეჭ­კო­რი, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ და პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი სა­ხე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ უამ­რა­ვი საქ­მე გა­უ­ჩი­ნა...

- 2012 წე­ლი ახა­ლი ტი­პა­ჟის ძი­ე­ბი­სა და, ასე ვთქვათ, მა­თი პა­რო­დი­ის "დამ­ხე­ცე­ბის" წე­ლი გახ­ლდათ. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი "ი­უ­მო­რი­ნას" ბო­ლო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ვა­შარ­ჟეთ, მომ­დევ­ნო კონ­ცერ­ტე­ბის­თვი­საც ახალ სა­ხე­ებს "ვამ­ხე­ცებთ". აქ­ვე გეტყ­ვით, რომ კარ­გი მა­სა­ლა გვაქვს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ. ასე­ა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ საქ­მე გაგ­ვი­ჩი­ნა.

- ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი გა­სა­შარ­ჟე­ბე­ლი მა­ინც რო­მე­ლი ახა­ლი პოლი­ტი­კო­სი­ა?

- პრე­მი­ე­რი, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ასე­ვე - კა­ხი კა­ლა­ძე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ისე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს რა­ღა გა­შარ­ჟე­ბა უნ­და - მი­სი გი­ნე­ბის ფო­ნოგ­რა­მა უკ­ვე პა­რო­დი­ა­ა. მარ­თა­ლი­ა, ახ­ლოს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ მგო­ნი­ა, რომ გი­ნე­ბა და მის­თა­ნე­ბი არ უყ­ვარს.

სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პა­რო­დი­აც - მას სა­უბ­რის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რა აქვს. ოპო­ზი­ცი­ი­დან ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი გა­ვა­შარ­ჟეთ, აგ­რეთ­ვე, გო­გა ხა­ჩი­ძის ბლან­ჟე და ვე­ლო­სი­პე­დი.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ბრძან­დე­ბით?

- თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის თო­ჯი­ნე­ბის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ჩე­მი საქ­მეა თო­ჯი­ნე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა, ტექ­სტის შე­სა­ბა­მი­სად მა­თი ამოძ­რა­ვე­ბა... მოკ­ლედ, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ - თო­ჯი­ნებს არა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს ვა­ცოცხ­ლებ სცე­ნა­ზე.

- ეს რომ არა, ვინ იქ­ნე­ბო­დით პრო­ფე­სი­ით?

- ცხოვ­რე­ბას ახ­ლა რომ ვიწყ­ებ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლი­დი ცეკ­ვას და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, რომ კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამ ასაკ­ში კი ქო­რე­ოგ­რა­ფი ვიქ­ნე­ბო­დი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გავ­ხდე­ბო­დი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მო­სა­მარ­თლე ან პრო­კუ­რო­რი. ცხოვ­რე­ბა ისე­დაც რთუ­ლია და სხვი­სი ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვე­ჭი­დე­ბო­დი. სხვა­თა შო­რის, არას­დროს მნდო­მე­ბია კოს­მო­ნავ­ტო­ბა, არც ბავ­შვო­ბა­ში და არც ახ­ლა (ი­ღი­მის).

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გი­ბა­რებთ თბი­ლი­სის მე­რი და თა­ვის სა­ვარ­ძელს გით­მობთ. რას უპა­სუ­ხებ­დით?

- დავ­თან­ხმდე­ბო­დი და მა­შინ­ვე გა­დავ­დგე­ბო­დი, ვაჩ­ვე­ნებ­დი, რო­გორ უნ­და გა­დად­გეს კა­ცი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

- სე­რე­ნა­და თუ გიმ­ღე­რი­ათ ოდეს­მე?

- არა­სო­დეს და ვერც ვე­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ ამას, არ ვარ ასე­თი რო­მან­ტი­კუ­ლი.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვენს მე­უღ­ლეს სე­რე­ნა­დას უმ­ღე­რის გო­გა ხა­ჩი­ძე. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ?

- ოო­ო, ეს პრო­ვო­კა­ცი­ა­ა! ჩემს ცოლს ვე­რა­ვინ უმ­ღე­რებს სე­რე­ნა­დას, და თუ მა­ინც მოხ­და ასე, რაც და­ე­მარ­თე­ბა გო­გა ხა­ჩი­ძეს, ამა­ზე ცალ­კე ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მარ­ტო ის­ვე­ნებთ ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტზე, ნე­ბივ­რობთ შეზ­ლონ­გზე და ხე­დავთ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის, რო­მე­ლიც ღიმი­ლით თქვენ­კენ მო­ე­მარ­თე­ბა...

- ქუ­თა­ი­სუ­რად ვეტყ­ო­დი, შე ქა­ლო, და­ვან­გრიე ოჯა­ხი და და­ან­გრიე შენ­ც-მეთ­ქი. მე­რე რა მოხ­დე­ბა, ამას ვე­ღარ გეტყ­ვით (ი­ცი­ნის).

- ჩი­ო­რა თაქ­თა­ქიშ­ვილ­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლი რომ მოგ­წე­როთ, რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ?

- გა­მი­ხარ­დე­ბა, ვი­ფიქ­რებ, გა­მოს­წო­რე­ბუ­ლა ჩი­ო­რა, მა­საც ეშ­ვე­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­საც­-მეთ­ქი. ქა­ლია და ხომ შე­იძ­ლე­ბა, ზოგ­ჯერ სხვა­ნა­ი­რად, ქა­ლუ­რად მო­იქ­ცეს?! რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სის მან­ტი­ას მო­ის­ხამ, გა­ურ­კვე­ვე­ლი ტი­პი ხდე­ბი და ჩი­ო­რა­საც სწო­რედ ეს და­ე­მარ­თა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ხომ უნ­და მიხ­ვდეს ეს გო­გო, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უნ­და და­ა­ყე­ნოს პირ­ველ ად­გილ­ზე? ადა­მი­ა­ნი ერ­თი აფეთ­ქე­ბა­ა, შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქდე სიყ­ვა­რულ­ში, ტრა­გე­დი­ა­ში... თუ იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც დღეს თა­ვი­ან­თი გა­მოს­ვლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღი­ზი­ა­ნე­ბენ, მოხ­და აფეთ­ქე­ბა, ისი­ნი აღარ იქ­ნე­ბი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ­ნი, რად­გან მათ­ში რა­ღაც ადა­მი­ა­ნურს და­ვი­ნა­ხავთ.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გი­რე­კავთ დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი და გე­უბ­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­და ჩა­მოს­ვლა და შენ­თან დამ­მა­ლე­ო...

- ეჰ, ჩე­მო კარ­გო, ისეთ პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ, შაშ­კი­ნი კი არა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ვე­მა­ლე­ბით ერ­თმა­ნეთს. თა­ნაც დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, და­მალ­ვა ად­ვი­ლი არ არის. და­მალ­ვა­ზე გა­მახ­სენ­და: ერთ დღეს აღელ­ვე­ბუ­ლი ახ­ლო­ბე­ლი მო­ვარ­და ჩემ­თან - დამ­მა­ლე, სი­დედ­რი მომ­დევ­სო. ვუთხ­ა­რი, შე­ნი სი­დედ­რი მეც მიც­ნობს და აქაც მო­ვა, იმას­თან წა­დი, ვი­საც არ იც­ნობ­ს-მეთ­ქი. ასე რომ, თუ შაშ­კინ­საც სი­დედ­რი მოს­დევს, ჩემ­თან ვერ დავ­მა­ლავ და ისე სად­მე რა­მე სა­მა­ლავს მო­ვუ­ნა­ხავ.

- რას აჩუ­ქებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- პრე­ზი­დენ­ტი ისევ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე რომ ყო­ფი­ლი­ყო - ყვე­ლა­ზე სქელ­ტა­ნი­ან წიგნს მოთ­მი­ნე­ბის შე­სა­ხებ. სი­მარ­თლე გითხ­რათ, არც კი ვი­ცი, არ­სე­ბობს თუ არა ასე­თი წიგ­ნი. თუ არ არ­სე­ბობს, მოთ­მი­ნე­ბის­თვის მე­დალს ჩა­მოვ­კი­დებ­დი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­მაწყ­ნა­რე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვა­ჩუ­ქებ­დი, ხო­ლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო მის ად­გი­ლას - იმე­დის გამ­ცემ ბევრ სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან ამ­დე­ნი ხალ­ხი იმე­დით უყუ­რებს და ელის.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: საკ­მა­ოდ შემ­წყნა­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა­ა, არ იცის გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბა. პირ­და­პი­რი და მხი­ა­რუ­ლი­ა.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"