თეა წულუკიანი - თუ ჩახალიანი მოიფიქრებს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს სხვა ტიპის დანაშაულია

თეა წულუკიანი - თუ ჩახალიანი მოიფიქრებს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს სხვა ტიპის დანაშაულია

იუსტიციის მინსიტრი თეა წულუკიანი სომეხი პატიმრის, ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას პასუხობს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩახალიანი ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა, გათავისუფლებული პატიმრის ციხეში დატოვება კი უკანონო პატიმრობად ჩაითვლებოდა.

"ჩახალიანს შეეხო ამნისტიის შესახებ კანონი და გათავისუფლდა, როგორც არაერთი სხვა პატიმარი. თუ რომელიმე ადამიანი არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, ეს არის საუბრის აბსოლუტურად სხვა თემა. თუკი ჩახალიანი გამოვიდა თავისუფლებაზე, დაიბრუნა სუფთა ჰაერით სუნთქვის უფლება და მოიფიქრებს, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს სხვა ტიპის დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ის ამ ჭკუაზე არ არის, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, ჩახალიანს შეეხო ამნისტია და გამორიცხულია ამნისტირებული პატიმრის ციხეში დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება უკანონო პატიმარი. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელსაც უკანონო პატიმრები ჰყავს იმ პრეზიდენტისგან გასხვავებით, რომელიც გუშინ აღშფოთებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ