ჯაბა სამუშია საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" დაშლას არ გამორიცხავს

ჯაბა სამუშია საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" დაშლას არ გამორიცხავს

თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" დაშლას, ან მისთვის სახელის შეცვლას არ გამორიცხავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამუშიამ განუცხადა, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ზაზა გაბუნია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" წასვლის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ოფიციალურად გააკეთებს.

"ბუნებრივია, ზაზა გაბუნია, რომ გავა, ფრაქციაც იშლება, თუმცა იმისთვის, რომ ფრაქცია შევინარჩუნოთ, არ გამოვრიცხავ, რომ მან არსებობა სხვა სახელითაც გააგრძელოს. "ქრისტიან-დემოკრატები" ამ ფრაქციას, ბუნებრივია, ვერ ერქმევა", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, მას გიორგი თარგამაძესთან და ზაზა გაბუნიასთან ჯერ არ უსაუბრია.

ზაზა გაბუნია კი, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეა, სავარაუდოდ "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ტოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, პარტიიდან გაბუნიას წასვლას ამ ეტაპზე ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

თუმცა, ყოფილი დეპუტატის თქმით, ზაზა გაბუნიას გარკვეული გეგმები აქვს და ყველაფერი მიმდინარე კვირას გაირკვევა.

გიორგი თარგამაძე დეტალების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. თავად ზაზა გაბუნიას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

"ქრისტიან-დემოკრატებს" საკრებულოში სულ 3 დეპუტატი ჰყავთ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა