უჩა ნანუაშვილი - შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობაში დეპუტატებიც უნდა იყვნენ

უჩა ნანუაშვილი - შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობაში დეპუტატებიც უნდა იყვნენ

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის ახალ შემადგენლობაში დეპუტატებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ამის შესახებ ნანუაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ საქმეებზე, რომელსაც შეწყალების კომისია განიხილავს, მაქსიმალური კონტროლი უნდა განხორციელდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.

"რაღაც პარიტეტი უნდა იყოს დაცული და კომისიაში შედიოდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ისევე, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები. საქმეები, რომელსაც კომისია განიხილავს, შესწავლილი უნდა იქნეს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი. პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

კომისიას კვლავ ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს. მის შემადგელობაში შედიან: დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, მიტროპოლიტი თეოდორე.

ამასთან, ჩამონათვალში მითითებულია არ არის სახალხო დამცველი, თუმცა არსებული ინფორმაციით, კომისიის დებულება ავტომატურად ითვალისწინებს კომისიაში ომბუდსმენის შეყვანას.

ამასთან, წინა კომისიისგან განსხვავებით, ახალ შემადგენლობაში არ არიან მინისტრები და დეპუტატები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ