საჯარო სკოლების ყველა პედაგოგს ხელფასი 70 ლარით გაეზარდა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძემ განაცხადა, სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
კერძოდ, იანვრიდან ყველა საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასები 70 ლარით გაიზრდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მეტი სახელფასო ზრდა აღარ იგეგმება.
"2013 წლის ბოლოს კი, საშემოსავლოს ხარჯზე პედაგოგებისთვის გაიცემა ე.წ. მე-13 ხელფასი. საბაზისო ხელფასი 243 ლარი ამ ეტაპზე 70 ლარით გაიზარდა და მეტი სახელფასო ზრდა მიმდინარე წლისთვის აღარ იგეგმება", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.