ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"

ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის სიმპტომად გამოაცხადა. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე ირაკლი ალასანიას თანაგუნდელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს გავსაუბრებოდით. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, მაცნობეს, მინისტრი შეხვედრაზეაო. რამდენიმე წუთში კი უზარმაზარი თაიგულით შემოვიდა ოთახში:

- თანამშრომლის დაბადების დღეა და უნდა მივულოცო. თანამშრომლების 90%-ზე მეტი აქ დამხვდა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან. დამთავრდა დრო, როდესაც პოლიტიკური ნიშნით იღებდნენ ან ათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

- ჩანს, თქვენს უწყებაში კოჰაბიტაცია წარმატებით წარიმართა, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან გააკრიტიკა მთავრობა, - მეზობელთან (რუსეთთან) ურთიერთობას არ უნდა შეეწიროს ქართველი ხალხის სწრაფვა ნატოსკენო.

- გული მწყდება, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარადგენს, ასეთი განცხადებებით სპეკულირებს. ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო, არის და იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ამავე დროს გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მჭიდრო, მეგობრული და სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. არავინ აპირებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე შედეგების მიღწევას. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს არ განუსაზღვრავს, ის ქართველმა ხალხმა განსაზღვრა. საქართველოს მოსახლეობამ პლებისციტზე გამოხატა სურვილი, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი და ქვეყანას ევლო ევროკავშირისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის ნებას ვასრულებთ.

- პრეზიდენტის თქმით, ძველი მენტალიტეტით შებოჭილი ადამიანების გამო (რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ) სასწორზე დევს დემოკრატია და რეგიონის მომავალი.

- ბატონი ბიძინას ყველა ქმედება ცხადყოფს, რომ ძველი მენტალიტეტით შებოჭილი არანაირად არ არის. მას კარგად აქვს წარმოდგენილი, როგორ უნდა დაალაგოს მეზობლებთან ურთიერთობა ისე, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სვლა ევროპისა და ნატოსკენ. სააკაშვილის ეს განცხადებები წარმავალი, არჩევნებში დამარცხებული ძალის ლიდერის პოზიციაა და სამწუხაროა, რომ მას საერთაშორისო ფორუმებზე ახმაურებს. პრეზიდენტის ეს შეფასებები მცდარია, საფრთხე კი გაბუქებული.

- რა მიზნით აბუქებს პრეზიდენტი ამ საფრთხეს?

- არ ვარ ასე ძლიერი ფსიქოანალიტიკოსი, რომ პრეზიდენტის მოქმედების მოტივაცია განვსაზღვრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ შეუქცევადი პროცესია. მაქვს პატივი, ვიმუშაო იმ კაბინეტში, რომელსაც პრემიერი ივანიშვილი ხელმძღვანელობს და არავითარი საფუძველი არა მაქვს, ოდნავი ეჭვი შევიტანო იმაში, რაც მან განაცხადა საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრისას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა