ლალი მაროშკინა ჯარიმას გაასაჩივრებს

ლალი მაროშკინა ჯარიმას გაასაჩივრებს

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მაროშკინა დაკისრებულ 2500-ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა განუცხადა.

მაროშკინა ადასტურებს, რომ მოსამართლეს 15-მდე პატიმართან მიმართებაში ამნისტიის დაჩქარებით განხორციელების თხოვნით დაურეკა, თუმცა მიიჩნევს, რომ დაკისრებული ჯარიმა არაადეკვატურია.

ამასთან, ლალი მაროშკინა აცხადებს, რომ მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილებით მიმართა და ეს განპირობებული იყო აღნიშნული 15 პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

"დაკისრებული ჯარიმა გასაჩივრდება, რადგან გაცილებით აღემატება ჩემი ხელფასის ოდენობას", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

სასამართლომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მაროშკინა 2 500 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი მოსამართლესთან სატელეფონო ზარი გახდა, რომლის დროსაც მაროშკინა კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელებას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ