Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა

Human Rights Watch - საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა

Human Rights Watch-ის 2013 წლის მსოფლიო ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემის არასათანადო დამოუკიდებლობა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ განხორციელებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს ბრალდების ყველა შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულების დასაშვებობას ეხებოდა, და პირიქით, არ დააკმაყოფილეს დაცვის არც ერთი შუამდგომლობა, რომელსაც პროკურატურა არ უჭერდა მხარს. ბევრი ბრალდებული თანხმდებოდა საპროცესო გარიგებას იმ მიზეზით, რომ არ ენდობოდა სასამართლოს, რომელსაც საქმეთა 98%-ში გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა. შედეგად, საქმეთა 87%-ზე მეტი დასრულდა საპროცესო გარიგებით და ბრალდებულებმა თანხა გადაიხადეს პატიმრობის თავიდან ასაცილებლად. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე საქმე იხურება და მასალები საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი ხდება", - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომები ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიოჩანაწერებისთვის დახურული იყო.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სპეციალური მექანიზმის შექმნის საკითხი უნდა განიხილოს. კერძოდ, როგორიც არის, მაგალითად, სპეციალიზებული უწყება, რომელიც გასულ წლებში მართლმსაჯულების ხარვეზებს შეისწავლის და მათ აღმოფხვრის. "ამ უწყებას სისხლის სამართლის კოლეგიებში მართლმსაჯულების ხარვეზების შემთხვევათა შესწავლის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს და თუ იგი მიიჩნევს, რომ საქმეში სამართლიანი სასამართლოს ნორმები იქნა დარღვეული, მისი გადაცემა სააპელაციო სასამართლოსთვის უნდა შეეძლოს", - ნათქვამია "Human Rights Watch"-ის ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ