მეტრო შეფერხებით მუშაობს

 მეტრო შეფერხებით მუშაობს

დღეს დილიდან თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა აცნობეს, მეტროში ჩასულებს უთხრეს, რომ ვარკეთილის ხაზი ტექნიკური მიზეზების გამო დაკეტილია, თუმცა არ განუმარტავთ, რა გახდა ამის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიით კი, პრობლემა ელექტროსადენებს შეექმნა და ამის გამო ვარკეთილის ხაზი ჩაიკეტა.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ დეტალებს გაარკვევენ.

არსებული ინფორმაციით, მეტროს მუშაობა სრული დატვირთვით რამდენიმე საათში აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"