ქუთაისში სიმბოლური ქუჩა - "ამირან მუდმივის № 5" გაიხსნა

 ქუთაისში სიმბოლური ქუჩა - "ამირან მუდმივის № 5" გაიხსნა

დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისის" წევრებმა საპროტესტო აქციის ფარგლებში სიმბოლური ქუჩა - "ამირან მუდმივის № 5" გახსნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროტესტი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანს უკავშირდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვადაგიანი საკრებულოში ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" დროიდანაა, იცვლის პარტიებს, ბოლო რვა წელი კი, საკრებულოს თავმჯდომარეა.

"ამირან მუდმივის № 5"-ის აბრევიატურა აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის ფასადზეც განათავსეს. იმის გამო, რომ დღეს არასამუშაო დღეა, მერიას კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა