ჭიათურაში ქმარმა ცოლი მოკლა

ჭიათურაში ქმარმა ცოლი მოკლა

პოლიციამ ჭიათურის რაიონის სოფელ ვაჭევში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანლი 61 წლის ავთანდილ ქურციკიძე დააკავა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მანდილოსანი სახლში იპოვეს . სავარაუდოდ, იგი სამი დღის მოკლულია. მას თავის ქალა სასტიკად ჰქონდა დასახიჩრებული. ავთანდილ ქურციკიძემ მეუღლე სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ქურციკიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის ფეხის მოტეხილობით ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ