ბიძინა ივანიშვილი: ქართული დემოკრატიისთვის ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო

ბიძინა ივანიშვილი: ქართული დემოკრატიისთვის ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო

ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

"ქვეყანამ დაკარგა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის - საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხს გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა