"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"

"კავკასიის" პროვოკაცია გიგა ბოკერიამ დაგეგმა"

ალბათ, ყველას ახსოვს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტი, რაც ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობის" განხილვას მოჰყვა. ტელეკომპანიასთან დაწყებულ აყალმაყალს სტუდიაში "სტუმრების" შეჭრა მოჰყვა, რის გამოც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და მათი მომხრეები დააპატიმრეს. დღეს მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ. "კვირის პალიტრას" ორი მათგანი, ლევან ჩაჩუა და რატი მაისურაძე ესაუბრა.

რატი მაისურაძე: ყველაფერი ასე დაიწყო: სტუდენტებმა რექტორს, გიგი თევზაძესა და პრორექტორ სერგო რატიანს წერილობით მიმართეს და ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გამოყოფა მოსთხოვეს. პასუხად მიიღეს, მოთხოვნაზე ხელმოწერები საკმარისი არ არისო. ბიჭებმა მეორე დღეს 300 ხელმოწერის ნაცვლად 1 300 ხელმოწერა წარუდგინეს. გაღიზიანებულმა გიგი თევზაძემ პირდაპირ უთხრა გიორგი გაბედავას, სალოცავი კუთხე თუ გინდოდათ, სასულიერო აკადემიაში ჩაგებარებინათ, აქ სალოცავისთვის ადგილი არ არის და თუ მაინცდამაინც არ მოგვეშვებით, მისი გამოყოფა საპირფარეშოში შეგვიძლიაო(?!). ამას გიორგის პროტესტი მოჰყვა. მას ჩვენც მხარი დავუჭირეთ და აქციის მოსაწყობად ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან მივედით. სწორედ მაშინ მიმდინარეობდა იქ ამ უხამსი წიგნის, "საიდუმლო სირობის" პრეზენტაცია. ჩვენ ესეც გავაპროტესტეთ.

ლევან ჩაჩუა: მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ასეთ სიბინძურეს პროპაგანდას უწევდნენ. სწორედ ამ თემის განსახილველად მივედით "კავკასიის" სტუდიაში, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ბექა მინდიაშვილი, თეო ხატიაშვილი და სერგო რატიანი დაგვხვდნენ. გადაცემის მსვლელობის დროს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მივხვდი, რომ პროვოკაციას ამზადებდნენ.

- ტელეკომპანიის გარეთ ხომ თქვენი მხარდამჭერებიც იდგნენ და ვინ მოაწყო ეს პროვოკაცია?

- გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სტუდია. გარეთ კი მათ სოდ-ის და კუდ-ის გადაცმული თანამშრომლები დახვდნენ.

- დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი თქვენ გადანაშაულებდნენ პროვოკაციის მოწყობაში, პოლიციას კი წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებდნენ.

ლევან ჩაჩუა: ჯანგირაშვილი გაიძახოდა, გარეთ აყალმაყალიაო. ძნელი გასარკვევი იყო, ვინ რას აკეთებდა. ეს პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ნაცემი აქუბარდია სტუდიაში შემოვიდა, გვერდით დამიჯდა და მითხრა, შენმა მეგობრებმა მცემესო. მაშინვე ვუთხარი, რა იცი, რომ ჩვენი მეგობრები არიან? ეს პროვოკაციაა და იმისთვის არის სწორედ მიმართული, რომ შენ ეს მითხრა-მეთქი.

მართალიც აღმოვჩნდი, ცემა-ტყეპა სწორედ გადაცმულმა კუდ-ელებმა და სოდ-ელებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაციის წევრი ამას იღებდა. რასაკვირველია, ფირით შეიძლებოდა იმ პირთა იდენტიფიკაცია, რომლებიც ცემა-ტყეპაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს არავის უცდია. ამის ნაცვლად პირდაპირ სტუდიიდან აიყვანეს ჩვენი ორი წევრი, ჩვენ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და მერე ჩვენც დაგვაკავეს. გაგვასამართლეს ჟურნალისტური მუშაობის ხელშეშლისთვის. სხვათა შორის, პირველები ვართ საქართველოში, ვინც ამ ბრალდებით გაასამართლეს. მოგვიანებით, როცა ნინო ჯანგირაშვილმა და დავით აქუბარდიამ ფირები ნახეს, სასამართლოზე თქვეს, ჩვენთვის ამათ ხელი არ შეუშლიათო და მოუწოდეს გამოძიებას, დაედგინათ იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს. გამოძიებამ ვერ იპოვა დაზარალებული, რომელიც ხელს დაგვადებდა. ამიტომ ისევ პოლიციელების (მოწმეებად ისინი ჰყავდათ) ჩვენებების საფუძველზე წაგვიყენეს ბრალი.

რატი მაისურაძე: ეს პროვოკაცია უშუალოდ გიგა ბოკერიამ და "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაგეგმეს. მალე მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ ხელახლა გადახედონ ამ საქმეს. იმ ცრუმოწმე პოლიციელებიდან ბევრი იტყვის, ვისგან იღებდა დავალებებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა