არასამთავრობოების ნაწილი თბილისში რუსი ექსპერტების ვიზიტს აპროტესტებს

არასამთავრობოების ნაწილი თბილისში რუსი ექსპერტების ვიზიტს აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისში რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების ვიზიტს აპროტესტებს. ისინი ამ წუთებში სასტუმრო "ამბასადორთან" არიან შეკრებილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში იმყოფებიან რუსი პოლიტოლოგები ნიკოლაი სილაევი, ანდრეი სუშენცოვი, ფიოდორ ლუკიანოვი და სერგეი მიხეევი.

ისინი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობენ, რომელზეც რუსი პოლიტოლოგების, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების, ფეოდორ ლუკიანოვისა და ანდრეი სუშენცოვის მოხსენებების პრეზენტაცია გაიმართება.

კონფერენციის თემაა - "საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ და რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივები".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა