ლალი მოროშკინა ციხეში დაჭრას გადაურჩა

ლალი მოროშკინა ციხეში დაჭრას გადაურჩა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირველ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს პატიმრის მოქნეულ დანას საპატიმროს დირექტორის მოადგილე ივანე ლეჟავა და უსართხოების სამსახურის თანამშრომელი ლალი მოროშკინა სასწაულებრივად გადაურჩნენ.

როგორც "ამბები.გე"-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ინციდენტი 31 იანვარს მოხდა.

სამუდამო პატიმრობამისჯილ გოდერძი კიკნაძესთან პაემანზე დედა მივიდა. დედა-შვილის შეხვედრას საპატიმროს დირექტორის მოადგილე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომელი ლალი მოროშკინა ესწრებოდნენ.

მოულოდნელად აგრესიულად განწყობილი პატიმარი კიკნაძე დედის საცემად გაიწია და ჯიბიდან დანა ამოიღო. სიტუაციის განმუხტვა მოროშკინამ და დირექტორის მოადგილემ სცადეს.

ინფორმაციის თანახმად, დედისკენ მოქნეული დანა საპყრობილის დირექტორის მოადგილეს ორჯერ მოხვდა, თუმცა სქელი ქურთუკის წყალობით, სხეულის დაზიანება არ მიუღია.

"თავად მოროშკინა სასწაულად გადაურჩა დანას, მილიმეტრებში ასცდა, მაგრამ ორჯერ ჩაარტყა პატიმარმა დანა დირექტორის მოადგილეს. საბედნიეროდ სქელი "კურტკა" ეცვა და ჭრილობა არ მიუღია. რადგან პატიმარი შიდსითაა ინფიცირებული, დანაც სავარაუდოდ ინფიცირებული ექნებოდა", - განუცხადა "ამბები.გე"-ს ინფორმირებულმა წყარომ.

რაც შეეხება გოდერძი კიკნაძეს, ის მე-6 საპყრობილეში ყოფნის დროსაც აგრესიულად იქცეოდა და ციხის დირექტორ გოჩა გიგანს ყურის მოჭმით ემუქრებოდა.

იხილეთ ვიდეო: ლალი მოროშკინა და ციხის დირექტორის მოადგილე პატიმრისგან დანით დაჭრას გადაურჩნენ

გიორგი ბერიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ