სასამართლომ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საჩივარი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის საჩივარი, საკრებულოს 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩემი მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის შეჩერებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. მისი თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოში ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბათუმის საკრებულომ გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 31 იანვარს გადააყენა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება და ირაკლი ჩავლეიშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა უკანონოა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ