მანანა კობახიძე - "თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობა კერძო პირის ტერიტორიაზეა აგებული"

მანანა კობახიძე - "თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობა კერძო პირის ტერიტორიაზეა აგებული"

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის გამჭვირვალე შენობა კერძო პირის, კოტე ჩიქოვანის კუთვნილ ფართობზეა აგებული და, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ტერიტორია დღესაც მის სახელზე ირიცხება.

ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აცნობა, რომლის მონაცემებითაც, კოტე ჩიქოვანს 300 კვადრატული მეტრის სახლი ისე დაუნგრიეს, რომ მისთვის ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე მიუთითებს.

"ვეკითხები მერაბიშვილს - პოლიციის შენობა კერძო პირის, კოტე ჩიქოვანის საკუთრებაში რომ ააგო, ამ ადამიანს 300 კვადრატული მეტრის სახლი რომ დაუნგრია და დღეს ეს შენობა რეესტრში ისევ კერძო პირის, კოტე ჩიქოვანის სახელზე ირიცხება, გამცეს პასუხი, რატომ გააკეთა ეს და ხომ არ გადაამეტა მინისტრის უფლებამოსილებებს?! ვანო მერაბიშვილო, ხართ თუ არა მზად, პასუხი აგოთ ამ ქმედებაზე, როგორც მაშინდელმა მინისტრმა, რომელმაც უფლებამოსილბებს გადაამეტეთ?!" - მიმართავს მანანა კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ შენობა, რომელიც პოლიციის შენობისთვის დაინგრა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო.

მისივე ცნობით, ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა