ბათუმში ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს. მათ მერიას პრობლემების მოსაგვარებლად ორდღიანი ვადა მისცეს. როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მძღოლების პროფკავშირების ხელმძღვანელმა ილია ვერძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მძღოლები დღეს მუშაობას დაუბრუნდებიან, თუმცა მერიის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.
"მერიის წარმომადგენლები დროს, ხოლო მძღოლები თავის მხრივ სამართლიანად ითხოვდნენ პრობლემების მოგვარებას. პროფკავშირის წინადადებით მოხდა შეთანხმება, გავაფორმეთ დოკუმენტი. შევთანხმდით, ორი დღის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება და მივიღოთ შედეგი. თუ არ შედგება მოლაპარაკება, ორი დღის შემდეგ გაგრძელდება აქციები", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.
ავტობუსის მძღოლების ათი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა, რასაც მძღოლები ორი დღის ვადაში ითხოვენ. ასევე, ისინის მძღოლებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევს, უკანონოდ გათავისუფლებული მძღოლების სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ.