ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანიას, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"გუნდისთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ის იქნება კარგი ვიცე-პრემიერი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობაში არც ერთი ცუდი მინისტრი არა არის და სწორედ ამიტომ მინისტრთა კაბინეტში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

"გაიხსენეთ წინა ხელისუფლების დროინდელი "კარუსელები" - საბავშვო ბაღის მოსწავლეებივით მართავდნენ სახელმწიფოს და გადაადგილებები იყო გაურკვეველი რაოდენობის. ჩვენთან არავითარი გადაადგილება ჯერ არ მომხდარა. ვიცე-პრემიერის პოსტის უარყოფა გადაადგილებას არ იწვევს. ალასანია ინარჩუნებს მის ძირითად პოსტს, ისაა თავდაცვის მინისტრი. ვფიქრობ ეფექტური მთავრობაა, პატარა ცდომილებები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ნორმალურია. არავითარი გადაადგილებები არ იგეგმება. ძალიან კმაყოფილი ვარ ცალკეული მინისტრების მუშაობით, ზოგიერთის უფრო მეტად, მაგრამ არც ერთი ცუდი მინისტრი არაა დღეს მთავრობაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, პრემიერი აღნიშნულზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და განმარტავს, რომ საკითხის განხილვა გუნდში ჯერ არ დაწყებულა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა