დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობა დატოვა.
შესაბამისი განცხადებით, მან დღეს პარლამენტის ბიუროს მიმართა. ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია "რეგიონებს" ტოვებს. "გავდივარ "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" რიგებიდან", - ნათქვამია ვერულაშვილის მიმართვაში, რომელიც 4 თებერვლით თარიღდება.
ვერულაშვილი მიმართვაში ფრაქციიდან გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.
საპარლამენტო უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე 9 დეპუტატმა დატოვა.
ამ საკითხის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ნადირაშვილს და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელთა თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
იხილეთ ვიდეო: მარიკამ უღალატა საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მოიპოვა ოჯახის უსაფრთხოება - გოკა გაბაშვილი