გაშორდა თუ არა ქმარს ირინა ონაშვილი

გაშორდა თუ არა ქმარს ირინა ონაშვილი

მოდელი და "მის საქართველო" ირინა ონაშვილი რამდენიმე წელია, ლადო ვარძელაშვილის მეუღლეა. ლადოს ცოლად მაშინ გაჰყვა, როდესაც ვარძელაშვილი კარიერის მწვერვალებს იპყრობდა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახე ჯერ გუბერნატორი და შემდეგ მინისტრი იყო. ლადოსა და ირინას შვილი უკვე ერთი წლის ხდება.

ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ჭორები არ გამართლდა. ახლა კი "რეიტინგს" ერთმა წყარომ აცნობა, რომ ირინა ონაშვილმა ბავშვს ხელი მოჰკიდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. რასაკვირველია, ამ ამბით დავინტერესდით და მოდელს გადავურეკეთ.

- ირინა, ამბობენ, რომ მეუ­ღლეს დაშორდი...

- არა, ნამდვილად ჭორია. რამდენჯერმე მკითხეს უკვე ამის შესახებ. ასეთ ჭორებს მიჩვეული ვართ. ვიღაც ყოველთვის ფანტაზიორობს და ხშირად ვრცელდება მსგავსი ხმები ჩვენ შესახებ. რომ დავშორებოდით, არ დავმალავდი და ვიტყოდი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"