კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია

კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია

კარტოფილის კიბოიანი კარტოფილი სამომხმარებლო ბაზარზე ვერ მოხვდება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, თურქეთიდან შემოტანილი დაავადებული 25 ტონა კარტოფილის განადგურებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მზადდება და უვარგისი კარტოფილი მალე განადგურდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამბობენ, კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის ამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. კერძოდ, კანზე შავი წინწკლები და ლაქები აქვს, ანათალის ქვეშაც შავი წინწკლებია შესამჩნევი.

სურსათის ეროვნული სააგენოტოს ინფორმაციით, საქართველოში ანალოგიური დაავადების მქონდე კარტოფილი არ არის და იმპორტული პროდუქციაც საზღვარზე ლაბორატორიულად მოწმდება, რათა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე უვარგისი სურსათი არ მოხვდეს.

დარგის სპეციალისტების ინფორმაციით,  კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილის მიღება ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დააყენებს, თუმცა ტოქსიკურია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

მთავარ პრობლემას კი, ნიადაგი წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი კარტოფილი საკარანტინო მავნებლითაა დაავადებული, რაც საფრთხეს უქმნის მიწას და ამ მიწაზე მოყვანილ პროდუქციას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ გუშინ განაცხადა, რომ თურქეთიდან კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა. როგორც კირვალიძემ განმარტა, აღნიშნული დაავადება საკარანტინოა.

მინისტრის თქმით, ტვირთი დაყადაღებულია და სრულად განადგურებას დაექვემდებარება, ხოლო ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება.

კარტოფილის კიბო კარტოფლის ყველაზე სერიოზულ და საშინელ ავადმყოფობად მიინჩევა. მისი გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum.

პირველად კარტოფილის კიბო დააფქისირეს უნგრეთში 1896 წელს, თუმცა პარაზიტის სამშობლო ჯერ კიდევ უცნობია. დაავადება სწრაფად გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში, ხოლო 1918 წელს - აშშ-ში. ამჟამად იგი გვხვდება ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში. 1939-1940 წლებში დაავადების ცალკეული კერები გამოჩნდა დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსის ტერიტორიაზე. შემდგომ დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთით.

ამასთან, სურსათის უვნებლობის სამსახურმა "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე ფოტო მოაწოდა, რომელზედაც კარტოფლის კიბოთი დაავადებული კარტოფილია აღბეჭდილი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"