განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებაზე ხელი მოწერილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ბრძანებაზე ხელი მოწერილია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
ვიცე-პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული თანამდებობიდან ირაკლი ალასანია გაადაყენა.