ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს, - ამის შესახებ ოქრუაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქრუაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას სამსახურებრივ გულგრილობას აბრალებდნენ, პროკურატურამ ბოლო ბრალიც მოუხსნა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილი იყო და ერთ დღეში გაბათილდა, რის გამოც სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

"უახლოეს მომავალში სააკაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ვითხოვ, ყველა იმ პერიპეტიებზე, რაც ჩემთან დაკავშირებით ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. მარტივად გამოჩნდა, რომ ყველა ბრალდება იყო შეთითხნილი, დამყარებული იყო ცარიელ ქაღალდებზე. შესაბამისად, მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, ჩემს მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება, რომელზეც ფილმები იყო გადაღებული, აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში გაბათილდა. ასე, რომ სააკაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ველოდები", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესის განსახილველ საქმეზე ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი სახელმწიფოსთვის ფუჭი ვაზნების შეძენაში ედებოდა.

ოქრუაშვილი საქართველოში 2012 წლის ნოემბერში ოთხი ბრალდებით დაბრუნდა. პროკურატურამ ოთხივე მათგანზე ბრალდება მოხსნა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა