გამოძიება დეოკუპაციის ცენტრს, რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, თანხების გაფლანგვას ედავება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თორთლაძემ განუცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დეოკუპაციის ცენტრში ფინანსურ დოკუმენტაციას იბარებენ.
"ბიძინა ივანიშვილს ყელში ეჩხირება ეს ცენტრი და ეს არაერთხელ უთქვამს", - განაცხადა თორთლაძემ.
მისივე თქმით, თანხების მართლსაწინააღმდეგოდ ხარჯვაზე სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.