"ცხადია, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია", - ასე აფასებს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს შიდა ქართლის პრეზიდენტის რწმუნებული, ანდრო ბარნოვი.
მისივე განმარტებით, მომხდარი ქართული საზოგადოების კულტურის დაბალ დონეზე მიუთითებს.
"ამ ხალხს მორალური უფლება არ ჰქონდა, პრეზიდენტის გამოსვლა გაეპროტესტებინა, რადგან იგი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის პირველი რიგში საკუთარი თავისა და საერთაშორისო საზოგადოების შეურაცხყოფა", - დასძინა ბარნოვმა.