ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილები "ნაცმოძრაობის" წევრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ

ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილები "ნაცმოძრაობის" წევრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ

სრული განცდა მქონდა, რომ 90-იან წლებში დავბრუნდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესვლამდე ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ინციდენტი მოხდა, ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და იქ შესვლაზე რაიმე პრობლემა არ შექმნია, თუმცა რაც დღეს ხდება, მისი თქმით, ეს არის 90-იანი წლების მდგომარეობა.

თავხელიძის ამ განცხადებამ იქ შეკრებილი რამდენიმე ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია და მიშა თავხელიძეს ნაძირალა უწოდეს.

ცოტა ხნის წინ იქ მისულები იყვნენ დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი, რომლებიც შევიდნენ რეზიდენციაში და მათ მიმართაც ადგილზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

რაც შეეხება პოლიციის კორდონს, ის ამ დროისთვისაც მობილიზებულია, რომლებიც აქ შეკრებილ რამდენიმე ახალგაზრდას არ აძლევენ წინ წამოსვლის საშუალებას. ახალგაზრდებმა, რომლებიც სკანდირებენ "ძირს მიშა", "მიშა, წადი", "მიშა კურდღელი", რამდენჯერმე სცადეს კორდონის გარღვევა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. აქვე იმყოფებიან "ერთსულოვნებას" წარმომადგენლები, რომლებსაც უკვე თვეზე მეტია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კარვები ამ დრომდე აქვთ გაშლილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა