გიგი უგულავა - "სირცხვილია, როცა პოლიციას ნანა კაკაბაძე, მელორ ვაჩნაძე და დაჩი ცაგურია აძლევს მითითებებს"

გიგი უგულავა - "სირცხვილია, როცა პოლიციას ნანა კაკაბაძე, მელორ ვაჩნაძე და დაჩი ცაგურია აძლევს მითითებებს"

ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც თვითონ მოქმედებს და არა ნანა კაკაბაძის, მელორ ვაჩნაძისა და დაჩი ცაგურიას დაკრულზე დადის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება სიცრუე იყო. "ღარიბაშვილი ელემენტარულად ცრუობს. სირცხვილია, რომ შეშინებულ მინისტრს ხედავენ პოლიციელები. სირცხვილია, რომ პოლიციას ნანა კაკაბაძე, ვაჩნაძე და ცაგურია აძლევს მითითებებს! ქვეყნის სირცხვილია! ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც თვითონ მოქმედებს და არა ნანა კაკაბაძის, ვაჩნაძის და ცაგურიას დაკრულზე დადის", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე განმარტებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან უმცირესობის წევრებისა და მიწვეული სტუმრებისთვის არავითარი ალტერნატიული შესასვლელი და კორიდორი არ არსებობდა. "ჩვენი თვითმიზანი არ არის ბიბლიოთეკაში შესვლა. ჩვენი მიზანია, გავაგებინოთ ხალხს განსხვავებული აზრი", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, დედაქალაქის მერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქაოსს თესავს ყველგან, სადაც მიდის. "ის ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, თესავს ქაოსს, სადაც მიდის. ის თესავს ქაოსს ყველა სფეროში, რომელზეც ლაპარაკობს, მაგრამ ის არჩეული ხელისუფლებაა და პატივი უნდა ვცეთ, თუმცა, ამ არჩეულმა ხელისუფლებამ თავის მხრივ პატივი უნდა სცეს განსხვავებულ აზრს. უნდა ამოვწიოთ მუხრუჭები, გავჩერდეთ, ერთმანეთს დაველაპარაკოთ და ეს ფსიქოზი დავასრულოთ, თორემ ქვეყანა გადაიჩეხება", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები უბრალოდ "გაპრავებას" ცდილობენ იმ უზნეობისას, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბოლო სამი საათის განმავლობაში განვითარდა.

ასევე იხილეთ:

მოვა ის დრო, როცა ესენი ციხეში დაბრუნდებიან - ჩიორა თაქთაქიშვილი

დაპირისპირების შედეგად ჩიორა თაქთაქიშვილი დაშავდა

გიგი უგულავას აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ

- შეხლა-შემოხლა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თენგიზ გუნავას გამოჩენის შემდეგ

"ძველი ბიჭების ჩმორები გახდით" - "ნაციონალი" დეპუტატები აქციაზე

"ჰა, დადგით შოუ" - გიგი უგულავა აქციაზე შეძახილებით მივიდა

რა სიტყვებით მიმართავდა გიგი უგულავა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილებს

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა